—

საქართველოდან მსუბუქი მანქანების რეექსპორტი 10-წლიან მაქსიმუმზეა -

14
საქართველოდან მსუბუქი მანქანების რეექსპორტი 10-წლიან მაქსიმუმზეა -
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოდან მსუბუქი მანქანების რეექსპორტი 10-წლიან მაქსიმუმზეა, როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ ჭრილშიც. 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 236.8 მლნ აშშ დოლარის 13 501 ავტომობილი გადაიყიდა. მონაცემები…

საქართველოდან მსუბუქი მანქანების რეექსპორტი 10-წლიან მაქსიმუმზეა, როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ ჭრილშიც. 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 236.8 მლნ აშშ დოლარის 13 501 ავტომობილი გადაიყიდა. მონაცემები აღემატება როგორც პანდემიამდელ 2019 წელს, როცა 59.8 მლნ აშშ დოლარის 9 678 ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, ასევე, მეტია ყველა მონაცემზეც, რომელიც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე იძებნება. აღნიშნულ პორტალზე ეს მონაცემები 2014 წლიდან ქვეყნდება.

გთავაზობთ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან ავტომობილები გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 62.1 მლნ აშშ დოლარის 4 820 ერთეული
  • ყაზახეთი - 51.5 მლნ აშშ დოლარის 2 589 ერთეული
  • სომხეთი - 50.1 მლნ აშშ დოლარის 2 834 ერთეული
  • ყირგიზეთი - 43.1 მლნ აშშ დოლარის 1 338 ერთეული ​
  • რუსეთი - 13.5 მლნ აშშ დოლარის 978 ერთეული
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3.9 მლნ აშშ დოლარის 51 ერთეული
  • უკრაინა - 2 მლნ აშშ დოლარის 117 ერთეული
  • ჩინეთი - 1.4 მლნ აშშ დოლარის 33 ერთეული
  • ბელარუსი - 788.8 ათასი აშშ დოლარის 37 ერთეული
  • თურქეთი - 561.3 ათასი აშშ დოლარის 40 ერთეული
შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →