—

\"საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად\" - კერი კენედი

10
\"საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად\" - კერი კენედი
მოსასმენად დააჭირეთ

რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი კერი კენედი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას კიდევ ერთხელ…

რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი კერი კენედი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს. 

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო  - საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები მისი სიცოცხლის დასაცავად",- წერს კერი კენედი Twitter-ზე.  

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერი კენედი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მან განცხადება გაავრცელა 23 იანვარს, რომელშიც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →