—

საქართველოში მარწყვის იმპორტი სამჯერ გაიზარდა

16
საქართველოში მარწყვის იმპორტი სამჯერ გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ახალი მარწყვის იმპორტის მოცულობა წინასეზონური პერიოდისთვის რეკორდულია, რამაც იანვარ-თებერვალში 420 ტონა შეადგინა. ეს გასული წლის იმავე თვეების მონაცემთან შედარებით, სამჯერ მეტი მოცულობაა. ინფორმაციას…

საქართველოში ახალი მარწყვის იმპორტის მოცულობა წინასეზონური პერიოდისთვის რეკორდულია, რამაც იანვარ-თებერვალში 420 ტონა შეადგინა. ეს გასული წლის იმავე თვეების მონაცემთან შედარებით, სამჯერ მეტი მოცულობაა. ინფორმაციას აგროპორტალი EastFruit ავრცელებს.

კერძოდ, 2022-23 წლების აგვისტოდან თებერვლამდე სეზონზე ახალი მარწყვის იმპორტმა შარშნადელზე 44%-ით მეტი, ანუ 750 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2021-2022 წლების იმავე პერიოდში იმპორტის მთლიანი მოცულობა მხოლოდ 250 ტონამდე იყო.

EastFruit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, წლიურ იმპორტში ასეთი დიდი ნახტომი ადგილობრივი მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული, რაც ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შედინებამ, ასევე, პოსტპანდემიურმა ეკონომიკურმა აღდგენამ გამოიწვია.

ბოლო 9 წლის აღნიშნულ თვეებთან შედარებით, მარწყვის იმპორტი ერთ წელიწადში, დაახლოებით, 85 ტონით გაიზარდა. იმპორტირებული პროდუქტის 82% ახალი, ხოლო დანარჩენი გაყინული მარწყვი იყო. EastFruit-ის შეფასებით, გაყინული მარწყვის იმპორტი უფრო შემთხვევითი და არასტაბილურია, ხოლო ახალი მარწყვის იმპორტი სტაბილურ ზრდას აჩვენებს.

მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყანაში 260 ტონა ახალი მარწყვი კგ-ზე 0,26 დოლარად (0,66 ლარად) შევიდა, ხოლო გაყინული მარწყვის იმპორტი იმავე თვეში არ განხორვიელებულა. ბოლოს გაყინული დამტკბარი მარწყვი ქვეყანაში იანვარში შეიტანეს, რომლის მოცულობამ 100 ტონა შეადგინა. იმპორტი კგ-ზე 0,45 დოლარად (1,15 ლარად) განხორციელდა, რაც ახალი მარწყვის იანვრის საიმპორტო ფასზე 0,16 დოლარით (0,41 ლარით) მეტია. გაყინული მარწყვი, ჩვეულებრივ, ჯემის საწარმოო ნედლეულად გამოიყენება.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →