—

სააკაშვილის შემოსვლის მიზანი ომისთვის ნიადაგის მომზადება იყო - ღარიბაშვილი

13
სააკაშვილის შემოსვლის მიზანი ომისთვის ნიადაგის მომზადება იყო - ღარიბაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ქვეყანაში ე.წ "მეორე რევოლუციის მოხდენა" და ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო.

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ქვეყანაში ე.წ "მეორე რევოლუციის მოხდენა" და ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო. 

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, ამას ადასტურებს როგორც სააკაშვილის შემოსვლის პერიოდი, ასევე უკრაინელი ხელისუფლების განცხადებები.

"2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებული იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთ მიზანი იყო საქართველოში ე.წ მეორე რევოლუციის მოხდენა. მისი მიამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ საუბრები უკვე დაწყებული იყო, ჩვენ სხვა ინფორმაციები გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგან, რომ მოსალოდნელი იყო  უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში ან დეკემბერში. რომელმაც, რამდენიმე თვით გადაიწია ე.წ რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, ეს პერიოდი პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ, უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო, სწორედ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, რომ არცერთ გონიერ ადამიანს, ეჭვი აღარ დარჩება, რომ დიახაც მიზანი სააკაშვილის შემოსვლის იყო, მომზადება, ნიადაგის, ფონის, იმისათვის რომ საქართველოში დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს არ გამოუვიდათ. ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს", - ამბობს ღარიბაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →