—

გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს ციხის კლინიკაში – რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი

18
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს ციხის კლინიკაში – რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი
მოსასმენად დააჭირეთ

"ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ია არ ემორჩილებოდა მკურნალობას და ვივამედის განცხადებაც იყო კიდევ ერთი გამეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ ეს ადამიანი მკურნალობას არ ემორჩილება უკვე ოქტომბრის მერე და მას მხოლოდ…

"ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ია არ ემორჩილებოდა მკურნალობას და ვივამედის განცხადებაც იყო კიდევ ერთი გამეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ ეს ადამიანი მკურნალობას არ ემორჩილება უკვე ოქტომბრის მერე და მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ, ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს, მათ შორის, ექსპერტიზასაც და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ. გასაგებია, რომ აქ ეხება საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და ერთი ხელის მოსმით მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.

მთელი ეს მცდელობები, რომელსაც ეს ადამიანი და მისი გარემოცვა აწარმოებს, თამამად უნდა ითქვას, რომ არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, იმავდროულად, შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები. ეს არის , რა თქმა უნდა, “კარგად დაგეგმილი” და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მისი საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა, ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, კლინიკა „ვივა მედმა“ უწყებას სააკაშილის კლინიკიდან გადაყვანის განხილვის მოთხოვნით მიმართა.

(metronome)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →