—

ირაკლი კობახიძე - არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ნაცვლად თვითდამაზიანებელი რიტორიკისა, კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე

47
ირაკლი კობახიძე - არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ნაცვლად თვითდამაზიანებელი რიტორიკისა, კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე
მოსასმენად დააჭირეთ

ვინმეს თუ რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და ორწლიანი უფლებამოსილების გათვალისწინებით, ასევე რეიტინგებით, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ…

ვინმეს თუ რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და ორწლიანი უფლებამოსილების გათვალისწინებით, ასევე რეიტინგებით, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სწორედ რადიკალური ოპოზიცია საუბრობს ხოლმე რიგგარეშე არჩევნებზე.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება – 2024 წლის ოქტომბერში. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყონ. თვითდამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, მათ ვურჩევ, რომ დაკონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →