—

ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო

30
ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და დღესასწაულის ფარგლებში…

ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო.
გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და დღესასწაულის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ აქტივობებს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: საგამოფენო სივრცეები;
გასტრონომიული ზონა;
ჩატარდა ჩემპიონატი ნარდსა და შაშში;
გაიმართა ცეცხლის ანთების ცერემონიალი.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება და გაზაფხულის შემოსვლად და ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დღესასწაულს მისი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →