—

მიხეილ სააკაშვილის კადრების გამო პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნეს და 500 ლარით დააჯარიმეს

19
მიხეილ სააკაშვილის კადრების გამო პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნეს და 500 ლარით დააჯარიმეს
მოსასმენად დააჭირეთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერსა და…

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს სოციალური ქსელის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

უწყების განცხადებით, დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა მაღალი საჯარო ინტერესის დასაცავად, რაც კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძველს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →