—

რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება

14
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება
მოსასმენად დააჭირეთ

ხელისუფლებები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ აქვთ მორალური უპირატესობა და არ აქვთ საგარეო მხარდაჭერა, როგორც წესი, მიდიან ისტორიულ სანაგვეზე - ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“…

ხელისუფლებები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ აქვთ მორალური უპირატესობა და არ აქვთ საგარეო მხარდაჭერა, როგორც წესი, მიდიან ისტორიულ სანაგვეზე - ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებიდან, რომ „ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას“, ერთი წელი გავიდა და ეს სულისკვეთებაა უკვე მთელ მსოფლიოში.

„ევროპარლამენტში უკვე შემოდის ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია, რომ ქართველი ხალხი სხვა არის, საქართველოს ხელისუფლება- სხვა. ქართველ ხალხს უნდა ევროპა, ამას ამტკიცებს მისი აქტივობა და გამოკითხვები, ხოლო „ქართულ ოცნებას“ უნდა ივანიშვილის ფული და რუსეთი. მიუხედავად ამისა, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს, ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი. ეს არის ისტორიული ფრაზა, რომელიც „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ქმედების შემფასებელი იქნება, როცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდგომი პერიოდი ისტორიის წიგნებში დაიწერება, ერთი თავი იქნება ასეთი, რაც თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ „ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას“. ერთი წელი გავიდა ამ სიტყვებიდან და ეს სულისკვეთებაა მთელ მსოფლიოში. სრული პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაცია - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ დღევანდელი მდგომარეობა. როცა შიგნით არ გაქვს მორალური უპირატესობა არ გაქვს და საგარეო მხარდაჭერა არ გაქვს, ასეთი ხელისუფლებები, როგორც წესი მთავრდებიან და მიდიან ისტორიულ სანაგვეზე. ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც ცოტა ხელი უნდა გაანძრიოს, თავისით არაფერი არ მოდის“, - განაცხადა გოცირიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →