—

აშშ და მისი \"სატელიტები\" მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად მუშაობენ - გრუშკო

13
აშშ და მისი \"სატელიტები\" მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად მუშაობენ - გრუშკო
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ამტკიცებს, რომ ამერიკა და მისი "სატელიტები" მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის დაძაბულობის კერების შექმნას ცდილობენ. ის…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ამტკიცებს, რომ ამერიკა და მისი "სატელიტები" მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის დაძაბულობის კერების შექმნას ცდილობენ. ის იმეორებს ნარატივს, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა და აქ მეორე ფრონტის გახსნა სურს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერზე ვღელავთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას ვითარებით, რადგან ეს არის ქვეყნები, რომლებიც შორს არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს მათ რა გააკეთონ რა არა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები თავისი სატელიტებით მუშაობს ჩვენს საზღვრებთან უფრო და უფრო მეტი დაძაბულობის კერების შესაქმნელად და ცდილობს მოაწყოს რაიმე სახის გეოპოლიტიკური კონკურენცია ამ ზონებში, რომლებიც საკვანძოა, თუნდაც გეოგრაფიული მიზეზების გამო. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა გრუშკომ.

მისი მტკიცებით, საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები დასავლეთის სახელმწიფოების "ნეოკოლონიალურ დამოკიდებულებას" ასახავს.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →