—

ენმ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას გმობს და განცხადებას ავრცელებს

19
ენმ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას გმობს და განცხადებას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას გმობს. ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ეს არის „რუსული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის დარღვევით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგაა მიმართული.

„საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველო იქნება ევროპაში! ჩვენ, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი მომავლის გადასარჩენად საბოლოოდ გავიმარჯვებთ - საქართველო არ გარუსდება!

რუსული ოცნება პანიკაშია, მათ ვერტიკალში არის რღვევის შეუქცევადი პროცესი და ამ ვითომ ძალის დემონსტრირებით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დამშვიდებას.

რუსული ოცნების დაჯგუფების მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილ დროშას კვლავ აღმართავს ქართველი ხალხი. საქართველოს ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი. ძალისა და ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის ქართველი ხალხი.

საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ადამიანებს რომლის აქტიური პროტესტის შედეგად რუსულმა ოცნებამ უკან წაიღო რუსული კანონი.

ქართველი ხალხი შეასრულებს ისტორიულ მისიას და საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, ერთიანი და მშვიდობიანი!

ძალა ხალხშია, ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია!“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →