—

ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც სამწუხაროდ, ევროპარლამენტშია

20
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც სამწუხაროდ, ევროპარლამენტშია
მოსასმენად დააჭირეთ

ორი სიტყვით ჩალის ფასი, არავითარი ფასი არ აქვს განცხადებებს, რომლებიც ეფუძნება სიყალბეს. მიხეილ საკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს შეფარდებული სასჯელი უმძიმესი დანაშაულებისთვის. კანონისა და სამართლის უზენაესობა არის ის…

ორი სიტყვით ჩალის ფასი, არავითარი ფასი არ აქვს განცხადებებს, რომლებიც ეფუძნება სიყალბეს. მიხეილ საკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს შეფარდებული სასჯელი უმძიმესი დანაშაულებისთვის. კანონისა და სამართლის უზენაესობა არის ის, რაც ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ. მხოლოდ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში. თუ დავთმობთ ღირსებას, არც ევროკავშირი დაგვრჩება და არც სახელმწიფო,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებს იმას, რომ ევროპარლამენტი დღეს კვლავ განიხილავს მიხეილ სააკაშვილის საქმეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც ევროპარლამენტს აქვს.

„ჩვენთვის ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად მიუღებელი. მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც აქვს მისჯილი სასჯელი კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც არის, სამწუხაროდ, წარმოდგენილი ევროპარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული.

.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →