—

პროფესიები, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამსახურს ეძებენ

12
პროფესიები, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამსახურს ეძებენ
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში დაახლოებით რუსეთის 1,5 მილიონი მოქალაქე შემოვიდა. მათი რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია დააანონსა და რუსი მამაკაცების…

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში დაახლოებით რუსეთის 1,5 მილიონი მოქალაქე შემოვიდა. მათი რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია დააანონსა და რუსი მამაკაცების დიდი ნაწილი ომში წასვლის ვალდებულებას იმ ქვეყანაში გაექცა, სადაც გადასვლა ყველაზე მარტივი იქნებოდა. ასეთი კი საქართველო და რამდენიმე სხვა მეზობელი სახელმწიფო იყო.

ქვეყანაში შემოსული რუსები აქტიურად ცდილობენ ადგილობრივ ბაზარზე მორგებას და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა ტელეგრამ-არხი „ვაკანსიები საქართველო“, სადაც დღეში ასობით შეტყობინება ქვეყნდება რუსეთის ამა თუ იმ პროფესიის ადამიანისგან. როგორც წესი, ისინი მოიცავს სასურველ მიმართულებაში დასაქმების მსურველებს, სადაც დეტალურად აღწერენ თავისი გამოცდილებისა და სასურველ სფეროში დასაქმების შესახებ.

დასაქმების მსურველთა პროფესიები თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს, თუმცა რამდენიმე პროფესია ჭარბობს:

  • თმის/მაკიაჟის სტილისტი;
  • მზარეული;
  • მედდა;
  • გრაფიკოსი/დიზაინერი.

მათი უმეტესობა არ უთითებს სასურველი ანაზღაურების ოდენობას და ამ საკითხის განხილვას პირად მიმოწერაში არჩევს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოთხოვნა თითქმის თანაბარია თბილისსა და ბათუმში, სადაც ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →