—

მიხეილ სააკაშვილი - ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ

12
მიხეილ სააკაშვილი - ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Sky News-თან საუბრისას აცხდებს, რომ მას პოლიორგანული უკმარისობა ემუქრება.

გამოცემა იუწყება, რომ საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს კითხვები მისი ადვოკატის მეშვეობით გადასცეს და ხელნაწერი პასუხები მიიღეს.

კითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, სააკაშვილმა უპასუხა: „თავდაპირველად 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა. „სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”, - დასძინა მან.

ამასთან, Sky News-თან ინტერვიუში ის გზავნილს უგზავნის ათასობით მომიტინგეს, რომლებმაც ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტეს.

„იყავით ძალიან ფხიზლად, იყავით მზად უმოკლეს დროში მობილიზებისთვის ოლიგარქული რეჟიმის შურისმაძიებლობის გამო“, - წერს სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →