—

\"ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა, წავა სტრასბურგში, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ექნებათ ოფიციალური შეხვედრები\"

75
\"ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა, წავა სტრასბურგში, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ექნებათ ოფიციალური შეხვედრები\"
მოსასმენად დააჭირეთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხვალ, 13 მარტს, ენმ-ს წევრები სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხვალ, 13 მარტს, ენმ-ს წევრები სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ.

ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე ისაუბრა და თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია ქვეყანამ პარტნიორების განცხადებებს მოუსმინოს და გაითვალისწინოს.

"იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას, იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ის პრიორიტეტები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს და არცერთი წუხილი არ დავუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობას, რომელმაც საბოლოო ჯამში, უნდა გააღონ საქართველოს კარები და მიიღონ ოჯახში.

[...]

ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

სტრასბურგში შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა გიორგი ჩალაძემაც, მისი თქმით, მთავარი თემა პუტინის პატიმრები იქნება, სტრასბურგში შეხვედრის დაწყებამდე ენმ-ის წევრები მიხეილ სააკაშვილის დედას, შვილსა და მაგნიტკსის სიის ავტორს, ბილ ბროუდერს შეხვდებიან.

(Mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →