—

სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა

13
სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა
მოსასმენად დააჭირეთ

სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება პოლიცია. მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.

შეგახსენებთ, თბილისში მოქალაქეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, რომელსაც მხარი პარლამენტმა 7 მარტს დაუჭირა.

8 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ.

სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, წინა დღის მსგავსად, არაერთხელ გამოიყენა. პოლიცია აკავებდა დემონსტრანტებს. შსს-ს ინფორმაციით, ჯამში, 7-8 მარტს რუსთაველზე 133 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →