—

ირაკლი კობახიძე - ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი

17
ირაკლი კობახიძე - ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი
მოსასმენად დააჭირეთ

ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი - ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ინტერესებს ვიცავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი…

ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი - ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ინტერესებს ვიცავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მასშტაბური პროპაგანდა განხორციელდა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ სოლიდარულები თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ამ კანონთან დაკავშირებით გულწრფელი ემოციები ჰქონდა. ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს, მოატყუეს. მათ შორის, შინაარსთან დაკავშირებით იყო უამრავი ტყუილი გავრცელებული. მაგალითად, სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ თუ უცხოეთში სწავლისთვის დაფინანსებას მიღებდნენ, ისინი უცხოური გავლენის აგენტებად იქნებოდნენ გამოცხადებული, რაც სრული ტყუილია. პროპაგანდა იყო მასშტაბური და ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუეს! მაგალითად, ქალბატონი მზექალა შანიძე, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ, აცხადებდა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში მეცნიერების დაფინანსების გაჩერებას გამოიწვევდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოატყუეს იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ წერია. თქვენ ყველამ ხომ იცით, რომ ეს არ წერია ამ დოკუმენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →