—

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს“ - რატი ბრეგაძე

73
„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს“ - რატი ბრეგაძე
მოსასმენად დააჭირეთ

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონპროექტების სტიგმატიზაცია მიუღებელია.

მისივე თქმით, სასურველია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა დაცხრეს, რათა კანონპროექტის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა არგუმენტები სათანადოდ გაცვალონ. 

„კანონპროექტზე გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იღებს საქართველოს პარლამენტი და პარლამენტი გადაწყვეტს მიიღოს ეს კანონპროექტი, თუ არ მიიღოს, ეს არის წმინდა სამართლებრივი, ფორმალური ნაწილი. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს. ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პირველი, ეს არის პოლიტიკური, მეორე, ეს არის სამართლებრივი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ერთ გარემოებას ვაკვირდებით, რომ ძალიან მაღლა არის აწეული პოლიტიკური ტემპერატურა და სასურველია, რომ დაცხრეს მთელი ეს სიტუაცია, იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც მომხრეების ამ კანონპროექტის, ისე მოწინააღმდეგეების, გახდეს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი და ამ ყველაფერმა ჯანსაღი ფორმა მიიღოს“, - განაცხადა ბრეგაძე

(pia)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →