—

საქართველოს პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

42
საქართველოს პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. შესაბამისი განცხადება "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა…

საქართველოს პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. შესაბამისი განცხადება "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა არასამთავრობო სექტორის სახელით ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

აქცია 7 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება.

როგორც კლდიაშვილმა განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ კანონით დაშვებულ ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ და არ დაუშვებენ "რუსული კანონის მიღებას".

“ხვალ კანონპროექტის განხილვა განახლდება, შესაბამისად, დილიდან პარლამენტთან მობილიზდეს ყველა, ვისაც წინააღმდეგობა, პროტესტი აქვს ამ კანონის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსული კანონის მიღება. უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსულ გზას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა.

კანონპროექტი არ ეხება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ან მედიას, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ეხება. აუცილებელია “ქართულმა ოცნებამ” ნახოს, რა ძალა აქვს ქართველ ხალხს და როგორია მათი ნება.

აქციების გარდა სხვა გზებზე შევთანხმდით. ჩვენ კანონით დაშვებულ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ. იქნება პერმანენტული აქციები, იქნება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა”, - განაცხადა კლდიაშვილმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →