—

არჩილ თალაკვაძე - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა წარმატებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს, რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის საერთო მიზნები გვაქვს

24
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი და აზერბაიჯანის  მეგობრობა წარმატებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს, რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის საერთო მიზნები გვაქვს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა…

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი მეგობრობა ძლიერ და წარმატებულ პოლიტიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის და იცით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო ასევე აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს მშვიდობის განმტკიცებისთვის და ეს მოიცავს იმ ურთიერთნდობას, რომელიც საქართველოს მიმართ რეგიონში მყოფ ქვეყნებს აქვთ. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავის მხარდაჭერა და პატივისცემა საქართველოს მიმართ",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →