—

ნიკა მელია- ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ

31
ნიკა მელია- ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ
მოსასმენად დააჭირეთ

ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ - ახლა ისტორიულ არჩევანს თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი არაფერი აღარ დაგრჩება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ…

ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ - ახლა ისტორიულ არჩევანს თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი არაფერი აღარ დაგრჩება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს და პასიური მოქალაქეებიც კი აქტიურ მოქალაქეებად უნდა გადაიქცეს.

„ევროპისკენ სვლა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი. ჩვენ ყოველთვის დავმდგარვართ მტკივნეული დილემის წინაშე: თავისუფლება თუ მორჩილება და ქართველი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არჩევანი გაკეთებულა თავისუფლების სასარგებლოდ და დღესაც საზოგადოება ამბობს, რომ დიახ, არჩევანს ვაკეთებთ თავისუფლების სასარგებლოდ.

ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ. ხოლო როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ისტორიული არჩევანის გარანტირებულად წესრიგში მოყვანას, სუვერენიტეტს საფრთხე აღარ დაემუქრება, შემდეგ გავაკეთებთ სხვადასხვა ტიპის არჩევანს, მოქალაქე ხმას მისცემს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ხოლო ახლა ისტორიულ არჩევანს თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი არაფერი აღარ დაგრჩება. იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი თუ გუშინდელი პასიური მოქალაქე, რომელიც საკუთარ ნებას გამოხატავდა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით, დღეს ასეთი უკანასკნელი მოქალაქეც კი უნდა გადაიქცეს აქტიურ მოქალაქედ და ასეთ შემთხვევაში კომუნიზმი და ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →