—

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხმაურის ფონზე დაიწყო

101
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხმაურის ფონზე დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხმაურით დაიწყო.

ოპოზიცია სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით წინადადების დაყენებას ითხოვს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მათ ამის საშუალებას არ აძლევს და აცხადებს, რომ კომიტეტი იმ ოთხ საკითხს განიხილავს, რაც დღის წესრიგით არის განსაზღვრული. შესაბამისად, მას სხვა საკითხი ვერ დაემატება.

აღნიშნულს კომიტეტზე ხმაური მოჰყვა.

"მტერი რომ იყოს შემოსეული, ან ადამიანებს კლავდნენ სადღაც, დღის წესრიგში არ შეიტანდით დამატებით საკითხს? - თქვენ გგონიათ, რომ ის, რაც ხდება, ამდენი ახალგაზრდაა გამოსული ქუჩაში არაფერი ხდება? მოვითხოვთ სიტყვას, მოვედით კონსტრუქციულ რეჟიმში, გითხარით, მოგვეცით სიტყვა და არ გვაძლევთ", - მიმართა სარჯველაძეს სამადაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის ოპოზიციონერ წევრებს, რომლებიც დღის წესრიგთან დაკავშირებით აკეთებდნენ განცხადებას და სიტყვას ითხოვდნენ, მიმართა, რომ "მათ დებოშის საშუალებას არ მისცემს", რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, პარალელურად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს ხმაურისა და პროტესტის ფონზე განიხილავს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →