—

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა - დეგნანი

14
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა - დეგნანი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გადახედონ იცინირებულ კანონპროექტებს, რომლებსაც ამ წუთებში იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

დეგნანი ამბობს, რომ მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.

"აშშ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ არ გაატარონ ეს კანონმდებლობა, ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და საქართველოს ყველა მეგობარი ყველანი მოუწოდებენ, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გადახედილი. ამან შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების მიმართ, როგორც ეს მოხდა რუსეთში. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება ის იყოს გამოყენებული. მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მუშაობენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, მთავრობას, გადახედონ ამ კანონმდებლობას", - თქვა კელი დეგნანმა. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →