—

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის პროექტს მხარი დაუჭირა

54
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის პროექტს მხარი დაუჭირა
მოსასმენად დააჭირეთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას…

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

წარმოდგენილი ცვლილების მიღებით ახლებურად მოწესრიგდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი. კერძოდ, როგორც მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის სიით შესულ პარლამენტის წევრებს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებდნენ ამ პარტიას, არ ქონდათ უფლება შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი. „ამ ცვლილებით გვინდა, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც დატოვებენ ფრაქციას და პარტიას, ჰქონდეთ შესაძლებლობა შექმნან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი იმისათვის, რომ მათ მიერ სრულყოფილად და სრულფასოვნად მოხდეს პარლამენტში ყველა იმ მექანიზმის გამოყენება, რაც ზოგადად გააჩნია პოლიტიკურ სუბიექტს საქართველოს პარლამენტში“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის მეორე მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხზე.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოქალაქე ლევან ალაფიშვილს სურს კანონპროექტის განხილვებისას ამ კანონის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსიროს, რის საშუალებასაც ლობისტს კანონი აძლევს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ალაფიშვილის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები, შესაბამისად გაირკვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ლობისტური საქმიანობს შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს,

აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია და მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიუროს მიერ ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაციას.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →