—

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ - ხატია დეკანოიძე

14
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ - ხატია დეკანოიძე
მოსასმენად დააჭირეთ

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ე.წ. „აგენტების“ შესახებ…

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ე.წ. „აგენტების“ შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის განსახილველად შემოტანაც პრობლემებს შექმნის ევროინტეგრაციის გზაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს ადამიანებს თითქოს უფრო ლმობიერი გზა აჩვენოს ამ კანონთან მიმართებით, ფაქტი არის ერთი, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და დღეს ელჩების ვიზიტიც ამის დასტური იყო, მათ შორის აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის განცხადება, კერძოდ, ბორელის პრესსპიკერის, გვახსოვს ყველას, რომ საქართველოში რუსული კანონპროექტების კანონად ქცევა ძალიან სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის. ეს სიტყვები მეორდება პრაქტიკულად ყველა განცხადებაში. მე ვიცი ჩვენი ელჩების პოზიცია და ჩვენი პარტნიორების და ეს სრულად ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელსაც მთელო ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენთ. მათ შორის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ ისინი მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ და მიიღონ ის კანონპროექტი, რომელიც არის რუსული, ხელს უწყობს საზოგადოების სტიგმატიზაციას და ყველა იმ ადამიანის მარტო დარჩენას, ვინც დახმარებას იღებს საერთაშორისო ფონდებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ამიტომ ეს კანონპროექტი ძირს უთხროს საქართველოს ევროპულ სულისკვეთებას, ამიტომ მისი განხილვაში შემოტანაც მძიმე დაღს დაასვამს ჩვენს ევროპულ მომავალს,"- განაცხადა დეკანოიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →