—

საქართველოში ხახვი გაიაფდა

16
საქართველოში ხახვი გაიაფდა
მოსასმენად დააჭირეთ

ფასების რეკორდული მატების შემდეგ, საქართველოში ხახვი გაიაფდა. იანვრის ბოლოს, კილოგრამის ფასი 1,6 ლარიდან 2,3 ლარამდე გაიზარდა, რამაც იმპორტის სტიმულირება გამოიწვია. შედეგად იანვარში ქვეყანაში იმპორტით 3 460 ტონა ხახვი…

ფასების რეკორდული მატების შემდეგ, საქართველოში ხახვი გაიაფდა. იანვრის ბოლოს, კილოგრამის ფასი 1,6 ლარიდან 2,3 ლარამდე გაიზარდა, რამაც იმპორტის სტიმულირება გამოიწვია. შედეგად იანვარში ქვეყანაში იმპორტით 3 460 ტონა ხახვი შემოვიდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო რუსეთი და აზერბაიჯანი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ხახვის საიმპორტო ფასი საშუალოდ 0,38 დოლარი იყო კილოგრამზე, მაშინ, როდესაც თვის ბოლოს ადგილზე საბითუმო ფასი 0,90 დოლარს (2,4 ლარი) შეადგენდა.

იანვარში განახლდა ასევე ადგილობრივი მარაგის რეალიზაცია. სანამ ფასები კულმინაციას მიაღწევდა, ადგილობრივი მწარმოებლები და საბითუმო გადამყიდველები ხახვის გაყიდვისგან თავს იკავებდნენ და უფრო მაღალ ფასს ელოდებოდნენ. პიკის დროს ერთი კილოგრამი პროდუქტის ფასი 2,4 ლარი იყო.

როგორც EastFruit-თან ადგილობრივები აღნიშნავენ, ამჟამად ბაზარზე იმპორტირებული ხახვი ჭარბობს. ამას გარდა, იანვარში შემოტანილი ხახვი ფუჭდება, იმპორტიორები კი ზარალის თავიდან ასაცილებლად, მარაგის გასაღებას ცდილობენ. ამიტომ, როგორც მოსალოდნელია, ახალი სეზონიდან საქართველოში ხახვი შესაძლოა, გაიაფდეს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →