—

თურქეთის საგარეო უწყება - ვგმობთ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებულ თავდასხმას

58
თურქეთის საგარეო უწყება - ვგმობთ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებულ თავდასხმას
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ანკარა სომხეთის მიერ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად გმობს.

„თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას და დაღუპულების გამო თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ აზერბაიჯანს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის.

”თურქეთი, მთელი თავისი შესაძლებლობებით, გააგრძელებს აზერბაიჯანის გვერდში დგომას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში”, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

İPN.GE

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →