—

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა

72
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 10 000-მდე მომყოლი ბიძგი…

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 10 000-მდე მომყოლი ბიძგი აღრიცხეს.

თურქული მედია წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის 21 000 შენობაში უკვე დასრულდა და ამ დროისთვის სამუშაოები მთლიანად ორიენტირებულია ნაგრევების გატანაზე.

საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალის 1000-ზე მეტი წევრი კვლავ ცდილობს ჰუმანიტარული დახმარების აქტივობების მხარდაჭერას. მომყოლი ბიძგების გამო კარვებზე მოთხოვნა ინტენსიურად იზრდება, ყოველდღიურად იგზავნება საშუალოდ 10 000-ზე მეტი კარავი და სტიქიის ზონაში 287 კარვების ქალაქია.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი კარვებში, საკონტეინერო ქალაქებსა და საზოგადოებრივ საოჯახო სასტუმროებში ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კი სტიქიის ზონის გარეთ არის ევაკუირებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →