—

რუსეთში კარტოფილის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ - რა მოცულობის პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ ქვეყანაში

10
რუსეთში კარტოფილის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ - რა მოცულობის პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ ქვეყანაში
მოსასმენად დააჭირეთ

რუსი ფერმერები კარტოფილის იმპორტის შეზღუდვას მოითხოვენ. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საფუძვლიანი ინიციატივის შემთხვევაში, მზად არიან, აღნიშნული წინადადება განიხილონ.

„ბიუზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის კარტოფილს ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23,650 ტონა (5,215 მლნ აშშ დოლარის) კარტოფილი გავიდა, საიდანაც 30,5%, კერძოდ, 7 205 ტონა (2,949 მლნ აშშ დოლარი) რუსეთზე მოდიოდა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის, აზერბაიჯანის შემდეგ, რუსეთი მეორე ადგილზე იყო.

ამავე მონაცემების თანახმად, წელს, იანვარში 149.8 ტონა (17.9 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარში საქართველომ ჯამში 5 197 ტონა (1,410 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი შეიძინა, აქედან, ექსპორტიორებს შორის პირველი რუსეთია, საიდანაც საქართველომ 2 789 ტონა (733.9 ათასი აშშ დოლარი) (53,7%) პროდუქტის იმპორტი განახორციელა.

ამასთან, 2022 წელს საქართველოში 11,169 ტონა (4,108 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი შემოვიდა, საიდანაც თითქმის, 34% რუსულ პროდუქტზე მოდიოდა. გასულ წელს საქართველომ აღნიშნული ქვეყნიდან 3 794 ტონა (1 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა.

რუსეთი ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, გასულ წელსაც პირველ ადგილზე იყო.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →