—

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა კრემლის მაკეტი მიიტანეს

16
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა კრემლის მაკეტი მიიტანეს
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ევროპული საქართველოს", „თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა" და „ტაბულას" წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით, „თოვდა და თბილისს ებურა თალხი"…

პარტია „ევროპული საქართველოს", „თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა" და „ტაბულას" წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით, „თოვდა და თბილისს ებურა თალხი" გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მთავარი მიზანი იყო, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის 1921 წლის 25 თებერვალი და მისი მნიშვნელობა შეეხსენებინათ.

აქციაზე დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, რომელიც 1921 წლიდან დღემდე საქართველოს ისტორიის ფრაგმენტებს ასახავდა. ფილმი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს მოიცავდა, სადაც ისინი ე.წ. ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრობენ. დოკუმენტური ფილმი მარო მაყაშვილის სიტყვებით „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!" სრულდებოდა.

ასევე, აქცია პერფორმანსის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კრემლის მაკეტი მიიტანეს, რომელიც, პერფორმანსის ბოლოს დაანგრიეს.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →