—

ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში აქცია იმართება

24
ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში აქცია იმართება
მოსასმენად დააჭირეთ

ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში აქცია იმართება.

აქცია საერთაშორისო კამპანია „სამართლიანობა ხოჯალის“ ფარგლებში, საქართველოში „Azerbaijan house“, AZEBI-სა და ალიანსის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

აქციის ფარგლებში 4 სატვირთო ავტომობილი ზედ ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერით „სამართლიანობა ხოჯალის“ თბილისის ცენტრალური ქუჩებსა და გამზირებზე 28 თებერვალს საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებენ.

საქართველოში "Azerbaijan house"- ს დირექტორმა მაჰაბბატ იმანოვმა ჟურნალისტებთან საურბისას აღნიშნა, რომ 2008 წელს ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის, საზოგადოებრივი კავშირი "IDEA" -ს დამფუძნებელი ლეილა ალიევას ინიციატივით დაიწყო სააგიტაციო კამპანია "სამართლიანობა ხოჯალის".

"აღნიშნულ სააგიტაციო კომპანიას 10 წელზე მეტია ჩვენც შეუვერთდით. ამ წლების განმავლობაში ხოჯალის გენოციდი რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ამასთან დაკავშირებით ჩავატარეთ არაერთი ღონისძიება, მსვლელობა, ბუკლეტებისა და ბროშურების დარიგება, აქციები და კონფერენციები. წლევანდელი აქცია მიზნად ისახავს მთელი დედაქალაქის ინფორმირებას. ამ ქმედებებისა და ღონისძიებების მთავარი მიზანია 31 წლის წინ სომეხი ჯარისკაცების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის შესახებ ქართველ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის და ასევე დედაქალაქში ჩამოსული სხვა უცხო ეროვნების წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →