—

ვწუხვარ, რომ კიევში მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი - ზურაბიშვილი

20
ვწუხვარ, რომ კიევში მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი - ზურაბიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

"პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად, საჭიროდ არ მიიჩნია ოფიციალური დელეგაციის უკრაინაში გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ დღეს კიევში წარმოდგენილი", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს…

"პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად, საჭიროდ არ მიიჩნია ოფიციალური დელეგაციის უკრაინაში გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ დღეს კიევში წარმოდგენილი", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, ქვეყანამ უფრო მტკიცედ უნდა დაიცვას საკუთარი პრინციპები.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე, სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად საჭიროდ არ მიიჩნია ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ დღეს კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, რომლებიც სხვა ძლიერ ევროპულ ქვეყნებს. რომლებსაც, ევროკავშირის საზღვრები და ნატოს წევრობა უსაზღვროების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა, ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცეთ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →