—

რუსი ადვოკატი და უფლებადამცველი საქართველოში არ შეუშვეს

15
რუსი ადვოკატი და უფლებადამცველი საქართველოში არ შეუშვეს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსი ადვოკატი და უფლებადამცველი მაქსიმ ოლენიჩევი საქართველოში არ შეუშვეს.

Paper Kartuli-ს ცნობით, ის თბილისში ბერლინიდან სტამბულის გავლით ჩაფრინდა. მისი თქმით, აეროპორტში მესაზღვრემ აიღო მისი პასპორტი, სურათი გადაუღო და ვიღაცას WhatsApp-ის საშუალებით გაუგზავნა.

ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთმა ოფიცერმა უთხრა ოლენიჩევს, რომ მას შესვლაზე უარი ეთქვა, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტი არ წარმოადგინა.

„ომის დაწყების შემდეგ, მე დავტოვე რუსეთი, რათა გამეგრძელებინა რუსეთში მცხოვრები ხალხის დახმარება უსაფრთხო სივრცეში. ჩამოვედი საქართველოში. ის ჩემი მეორე სახლი გახდა. თუმცა, ერთი კვირის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ არ შემიშვა სახლში, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა „უცხო აგენტი“. მიზეზები არ ამიხსნეს. ახლა მე უნდა დავიწყო ჩემი ცხოვრება ახალ ადგილას. ეს უსამართლობაა, მე არ დამირღვევია ქართული კანონები, ვიზიდავ ფულს საქართველოში, ვიხდი გადასახადებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, 2022 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე მისი სამი კოლეგა საქართველოში არ შეუშვეს.

მათ შორის არიან ელენა სკვორცოვა და იგორ დორფმანი.

როგორც მედია წერს, მაქსიმ ოლენიჩევი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა უფლებადამცველ ორგანიზაციასთან Team 29. მისი ადვოკატები იცავდნენ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს და ჟურნალისტ ივან საფრონოვს, რომელიც ღალატში იყო ბრალდებული. 2021 წლის ნოემბერში რუსეთში ოლენიჩევი უცხოურ აგენტად იქნა აღიარებული.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →