—

ევროკავშირმა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

13
ევროკავშირმა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომდევნო წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ ცნობენ და გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას.

გადაწყვეტილება ეხება სანქციებს, რომლებიც დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ოკუპაციისა და მათ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევი რჩება ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ცნობისთვის, გარდა ამისა, ომის წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტსაც მიიღებს.

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →