—

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

25
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა .

„ძალიან მოხარული და აღელვებული ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებით. წელს მისია საქართველოში ყოფნის მე-15 წელს აღნიშნავს. თუმცა, ჩვენი დამკვირვებლები ისევე მოწადინებული არიან, როგორც პირველ დღეს, მისიის მიზნის მიღწევის მხრივ, რომელიც მდგომარეობს საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაში. ჩემთვის პატივია ასეთი მოწადინებული გუნდის ხელმძღვანელობა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ხშირად რთულ ვითარებაში“, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ბერძენი დიპლომატი 2023 წლის 31 იანვარს ევროკავშირის საბჭომ დანიშნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დანიშვნამდე დიმიტრიოს კარაბალისი იყო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხების დირექტორი. კარაბალისი საქართველოში პირველ თანამდებობას საბერძნეთის ელჩის რანგში 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →