—

"ლელოს" ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ

28
"ლელოს" ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ. პარტიის წევრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პარლამენტმა საქართველოდან დელეგაცია კიევში მიიწვია, თუმცა "ოცნებამ"…

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ. პარტიის წევრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პარლამენტმა საქართველოდან დელეგაცია კიევში მიიწვია, თუმცა "ოცნებამ" ჩასვლაზე უარი თქვა. 

ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რადას მიერ 24 თებერვალს ორგანიზებული შეხვედრები კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერის დასადასტურებლად.

"მივემგზავრებით კიევში, რომ რუსული აგრესიის 1 წლის თავზე, ჩვენი სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავგანწირულად იბრძვიან თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის.

უმაღლესი რადას მიერ 24 თებერვალს ორგანიზებული შეხვედრები კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი სრული მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ასევე, გვექნება შეხვედრები უკრაინულ პოლიტიკურ პარტიებთან და კიევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. უკრაინელ მეგობრებთან ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ მაქსიმალურად.

ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ქართველი ხალხი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში, უკრაინის გვერდითაა", - წერს ბადრი ჯაფარიძე. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →