—

\"გადაარჩინე მიშა!\" - ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია გაიმართა

12
\"გადაარჩინე მიშა!\" - ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

"გადაარჩინე მიშა" - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, ისინი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდნენ.

"გადაარჩინე მიშა" - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, ისინი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდნენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. თეთრ სახლთან აქციის შესახებ სიუჟეტი რამდენიმე ამერიკულ არხზეც გავიდა.

"ჩვენ ამერიკაში ვიმყოფებით და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შედარება ამერიკაში თავისუფლება იმასთან, რაც საქართველოში ხდება. თუმცაღა სააკაშვილის დროს საქართველოში იყო თავისუფლება. მე როცა ჩავედი თბილისში არაფრის მეშინოდა, კრიმინალები ციხეში ისხდნენ, ქუჩებში ხალხი თავისუფლად დადიოდა დღეს კი სააკაშვილს მოსკოვის დახმარებით კლავენ. არ მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ქალი ამას აკეთებს, ის მას კლავს მოსკოვის ხელით", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დღეს, 20 თებერვალს აქციები იგეგმება საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. პროტესტის ორგანიზატორი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია.

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →