—

ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

33
ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს უმასპინძლა. ამის…

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე რელიგიის სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანის მხარე აფასებს იმ კეთილმეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც რელიგიის სააგენტოსთან ჩამოყალიბდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი ანარ რასულოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომელი ოქტაი ისაევი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე და სააგენტოს თანამშრომელი ნათია გუდაძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →