—

რუსეთის საელჩო - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებები ყირიმზე უკრაინის დარტყმების მხარდაჭერის შესახებ ადასტურებს, რომ აშშ უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში

11
რუსეთის საელჩო - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებები ყირიმზე უკრაინის დარტყმების მხარდაჭერის შესახებ ადასტურებს, რომ აშშ უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებები ყირიმზე უკრაინის დარტყმების მხარდაჭერის შესახებ აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ აშშ უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებები ყირიმზე უკრაინის დარტყმების მხარდაჭერის შესახებ აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ აშშ უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს პრესსპიკერმა, იგორ გირენკომ განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების ყირიმზე თავდასხმების მხარდაჭერის შესახებ არის რუსეთის პოზიციის ნათელი დადასტურება, რომ შეერთებული შტატები უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში. ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ ადმინისტრაცია ამწვავებს კიევის რეჟიმის ამბიციებს, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა იგორ გირენკომ.

მისი თქმით, ვაშინგტონი კიევს მხარს უჭერს კონკრეტული ქმედებებითაც.

„ეს არ არის მხოლოდ ვაშინგტონის რიტორიკა, არამედ კონკრეტული ქმედებები. შეერთებული შტატები აქტიურად ამარაგებს კიევს თანამედროვე სისტემებით, რომლებიც გამოიყენება რუსეთის რეგიონების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისთვის“, - აღნიშნა საელჩოს წარმომადგენელმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ყირიმში მდებარე სამხედრო ბაზები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →