—

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია

18
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია
მოსასმენად დააჭირეთ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე საუბრისას აღნიშნა რაც…

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე საუბრისას აღნიშნა რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნას ასახავს.

მისივე თქმით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე არ არის, როგორსაც მისი ოჯახის წევრები წარმოაჩენენ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია. პირდაპირ ჩანს სიმულაცია, პირდაპირ ჩანს, რომ რეალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი როგორადაც ისინი წარმოაჩენენ, არამედ განსხვავებულია. სიმულაცია პირდაპირ ჩანს, კუთხის და წყლის დალევის ეპიზოდში. უბრალოდ სამარცხვინოა ის სიმულაცია, რომელიც ამ კაცის მხრიდან წარმოებს, საზოგადოება ამას ხედავს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს აკეთებს“, -აღნიშნა კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩატარებულ აქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „მათი დაანონსებული აქციები თავიდან ბოლომდე ჩავარდა.”

„ხედავთ, რომ აქციები თავიდან ბოლომდე ჩავარდა, 20-25 კაცი მაქსიმუმი იყო, ზოგან 10 კაცი ჰყავდათ და ზოგ ადგილას 2 კაცი მივიდა, აქცია ვერ ჩაატარეს. ასე მოხდა მაგალითად ადიგენში, მარნეულში და სხვა მუნიციპალიტეტებში. რეალურად პირდაპირ გამოჩნდა, რომ დღეს არავითარი რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიოს. რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. აბა, ხაბეიშვილის რა რესურსი აქვს?!“ - განაცხადა კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →