—

რუსეთი 24 თებერვალს მასობრივ შეტევას გეგმავს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ - დანილოვი

9
რუსეთი 24 თებერვალს მასობრივ შეტევას გეგმავს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ - დანილოვი
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა თქვა, რომ რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასობრივ თავდასხმას გეგმავს.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინა მზად არის დარტყმებისთვის და ამას გაუმკლავდება.

"ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე გავიგეთ რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა "მივიღეთ". ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ამას ჩვენ ყველანი გადავლახავთ", - განაცხადა დანილოვმა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ზაფხულში სრულიად განსხვავებულ ვითარებას ვიხილავთ ფრონტზე მთლიანობაში და ცალკეულ მონაკვეთებში. მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ძლიერები და ერთიანები არიან, მაშინ როცა ოკუპანტებს არც მოტივაცია აქვთ და არც ის ესმით, თუ რატომ იბრძვიან.

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →