—

მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ტენდერი გამოაცხადა

40
მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ტენდერი გამოაცხადა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 85 485 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ეს რაოდენობა გასულ წელს დახარჯულ თანხას თითქმის 20 000…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 85 485 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ეს რაოდენობა გასულ წელს დახარჯულ თანხას თითქმის 20 000 ლარით აღემატება.

სატენდერო სოკუმენტაციის მიხედვით, 21 მარტს მარნეულში იგეგმება ტრადიციული კულინარიის მასტერკლასების ჩასატრებლად 4 ქალბატონის დაქირავება, აქედან 1 ქალბატონი უნდა აცხობდეს ფათირს (ე.წ. თხელი ლავაში) მასტერკლასების ხანგრძლივობა არანაკლებ 2სთ. აგრეთვე საჭიროა ხონჩის და აზერბაიჯანული ტრადიციული კუთხის გასაფორმებლად საჭირო პროდუქტების შეძენა: ბრინჯი - 5 კგ.; შაქარი - 3 კგ.; ქიშმიში - 3 კგ.; კარაქი - 4 კგ.; მსესუმზირის ზეთი - 2 ლიტრი; შესაღები კვერცხი - 300 ც.; ხილი შერეული (ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ყურძენი) - 15 კგ.; თხილი- 2 კგ. ; კაკალი - 1 კგ. ; ნიგოზი - 1 კგ.; ინდის ხურმა - 3 კგ.; გარგარის ჩირი - 1 კგ.; შავი ქლიავის ჩირი - 1 კგ. ; ფახლავა - 30 ც.; ბადამბურა - 30ც.; შექერბურა - 30 ც. ; გოღალი - 30 ცალი; შოკოლადის ასორტი - 3 კგ., ფვილი -15 კგ. ლავაშის გამოსაცხობად; საფუარი 1 ცალი; მარილი 1 ცალი; კვერცხის შესაღები მასალა (სხვადასხვა ფერის). ჩაი (მწვანე- 1 ; შავი - 2 ) სულ 3 შეკვრა; ერთჯერადი ჭურჭელი ( თეფში - 300 ც. ; მინანარევი ჭიქა - 300 ც. ; ჩანგალი - 300 ც. ; დიდი კოვზი - 300 ც.) ; სხვადასხვა ფერის სანთელი - 20 ცალი ( ჭურჭლის ხარისხი შემსყიდველთან შეთაანხმებით). ნიმუშის მსგავსად.

გარდა ამისა, 85 485 ლარში ასევე გაწერილია სცენის მოწყობა, წამყვანების, მომღერლების, მსახიობების, მუსიკალური ჯგუფის დაქირავება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება 24-27 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ.

წყარო: რადიო მარნეული

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →