—

ლევან ხაბეიშვილი- ბატონო ბიძინა თამაში დასრულებულია

16
ლევან ხაბეიშვილი- ბატონო ბიძინა თამაში დასრულებულია
მოსასმენად დააჭირეთ

ბატონო ბიძინა, თქვენც და „რუსული ოცნებაც“ ჩიხში ხართ! ახლა ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ამ რეზოლუციის შესრულებაა!, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც…

ბატონო ბიძინა, თქვენც და „რუსული ოცნებაც“ ჩიხში ხართ! ახლა ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ამ რეზოლუციის შესრულებაა!, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ „თამაში დასრულებულია“ და საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ მოუწოდა.

„“რუსულმა ოცნებამ“ ევროპაში არც ერთ მეგობარი არ დატოვა. უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ მისცა ხმა არ რეზოლუციას. „რუსულ ოცნებას“ არა თუ მეგობარი, დამლაპარაკებელიც აღარ დარჩა ევროპაში, რაც ცხადია, ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა.

ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია. უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებით თქვენ, უმძიმეს რეალობაშია „რუსული ოცნება" და ჩვენდა სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებთ ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ! სასწრაფოდ შეასრულეთ ეს რეზოლუცია!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →