—

გიორგი კანდელაკი - მთავრობა ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ მათ თუნდაც „გამწვანებული ქვეყნებიდან“ რაც შეიძლება, ცოტა ფრენები დანიშნონ

66
გიორგი კანდელაკი - მთავრობა ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ მათ თუნდაც „გამწვანებული ქვეყნებიდან“ რაც შეიძლება, ცოტა ფრენები დანიშნონ
მოსასმენად დააჭირეთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა „მწვანე“ ქვეყნებიდანაც კი, რაც შეიძლება, ნაკლები ფრენები განახორციელონ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა „მწვანე“ ქვეყნებიდანაც კი, რაც შეიძლება, ნაკლები ფრენები განახორციელონ.

ამასთანავე გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოხსნას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში „მწვანე“ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

„საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, საქართველოს მთავრობამ საკუთარი განზრახვის საწინააღმდეგოდ, მაინც მიიღო ევროკავშირის 5 წევრ სახელმწიფოსთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენს ყურამდე მოდის ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ, თუნდაც ამ "გამწვანებული ქვეყნებიდან", რაც შეიძლება ცოტა ფრენები. ეს არის მცდარი და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში. ამასთან, ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა ამ ბრიყვულ დისკრიმინაციულ და მავნებლურ კარანტინის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინაც კი, თუკი ისინი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გახსნილი საზღვარი. ეს გადაწყვეტილება არის ანტიკონსტიტუციური, რომ წარმოვიდგინოთ ოჯახი, რომლის ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე და სხვა წევრები არიან იმ 5 ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეები, ეს ოჯახი რომ დაბრუნდება საქართველოში, ის წევრი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უნდა ჩააყუდონ კარანტინში, ხოლო ერთი ოჯახის სხვა წევრებს შეუძლიათ, რომ სახლში წავიდნენ მშვიდად. ეს ხომ არის სისულელე, აბსურდი და იდიოტიზმი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მან ამასთანავე საქართველოს მთავრობას მოუწოდა გააფართოვოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება კარანტინის გარეშე ქვეყანაში შემოსვლა და ამ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანოს, პირველ რიგში, პოლონეთი.

„და ბოლოს მსურს ასევე მოვუწოდო მთავრობას, რომ რეგულაციებით, თუნდაც შეზღუდვებით იმუშაოს სახმელეთო საზღვრის გახსნაზე თურქეთთან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →