—

ფოთში, ძლიერმა ქარმა, სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა

24
ფოთში, ძლიერმა ქარმა, სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა
მოსასმენად დააჭირეთ

ფოთში, ძლიერმა ქარმა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის…

ფოთში, ძლიერმა ქარმა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, გაცდენილი დღეები შაბათის მეცადინეობის ხარჯზე ანაზღაურდება. ქორქიას განცხადებით, ყველა ზომა ტარდება იმისათვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყოს.

,,ძლიერი ქარის გამო, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის სახურავის გარკვეული ნაწილი გადმოვარდა სკოლის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი ძლიერდებოდა და შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ფოთის მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავა გადმოვარდნილი სახურავის ნაწილისაგან. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების საგანმანათლებლო სამინისტროსთან უშუალო შეთანხმებით, სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ყველა გაცდენილი დღე იქნება აღდგენილი შაბათის მეცადინეობების ხარჯზე. ჩვენი ქალაქის სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →