—

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა

12
პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა.

დუბაიში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გუნდის ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებაში კლაუს შვაბის განსაკუთრებულ პირად წვლილს და აღნიშნა, რომ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და კონკრეტული შედეგების მომტანი იყო ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა კლაუს შვაბს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ორნიშნა ეკონიმიკური ზრდა და სტაბილური გარემო უზრუნველყო.

ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და კლაუს შვაბმა რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე ისაუბრეს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →