—

საკუთარ ბედს "ოცნება" პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას - ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე

47
საკუთარ ბედს "ოცნება" პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას - ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე
მოსასმენად დააჭირეთ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიროგი ვაშაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "საკუთარ ბედს, ქართული ოცნება პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას".

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიროგი ვაშაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "საკუთარ ბედს, ქართული ოცნება პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას".

ვაშაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, 24 თებერვალს მივიდინენ აქციაზე და მთელ მსოფლიოს აჩვენონ, სად დგას ქართველი ხალხი.

"პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კობახიძე, საკუთარი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომელსაც აქვს ადგილი მათი მხრიდან, რომ დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული უძლეველობის მითი, შეცვალოს რეალობა და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც კი არ ამბობენ, რომ თითქოს რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში", - თქვა მაჭარაშვილმა. 

მისი განცხადებით, სიმართლე ისაა, რომ უკრაინამ 52%-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული იყო, გაათავისუფლა. ვაშაძემ ბრიფინგზე ის ოლქები ჩამოთვალა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაიპყრო და ახლა თავისუფალია. ვაშაძემ კობახიძეს შეახსენა რუსეთის მიერ, ომში დაკარგული ჯარისკაცების რაოდენობაც. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ რუსეთი "გაცილებით წინ არის წაწეული", რასაც მან სამწუხარო რეალობა უწოდა. 

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →