—

ირაკლი ქარსელაძე - ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის - შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენ მოძმე თურქეთს ამჟამად აქვს

50
ირაკლი ქარსელაძე - ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის - შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენ მოძმე თურქეთს ამჟამად აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის. მშვიდობას ვუსურვებ მათ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში განაცხადა.

მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკას თანაგრძნობა გამოუცხადა.

„შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენ მოძმე თურქეთს ამჟამად აქვს. ვუსამძიმრებთ მათ ამ დიდ ტრაგედიას. ვუსურვებთ, რომ მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს, იმ მოქმედებების შედეგად, რაც ამჟამად ხორციელდება. ჩვენი მაშველები მოწინავე ფლანგზე არიან. როგორც ელჩმა მითხრა, ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უკვე შეძლეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა ერთი ვართ, ყველა მაშველი ერთია. ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის. მშვიდობას ვუსურვებ მათ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერატიულად ხდება საჭიროებებზე მყისიერი პასუხი. ასეთ შემთხვევაში, სხვანაირად შეუძლებელია ხდებოდეს”,- განაცხადა ქარსელაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →