—

"უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას მსოფლიოსთვის შედეგები მოჰყვება" | რუსეთის მუქარა ბრიტანეთს

37
"უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას მსოფლიოსთვის შედეგები მოჰყვება" | რუსეთის მუქარა ბრიტანეთს
მოსასმენად დააჭირეთ

ლონდონში რუსეთის საელჩო იმუქრება , რომ თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას შედეგები მოჰყვება ევროპის კონტინენტისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. საელჩოს განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია…

ლონდონში რუსეთის საელჩო იმუქრება, რომ თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას შედეგები მოჰყვება ევროპის კონტინენტისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. საელჩოს განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novasti ავრცელებს.

"გვსურს შევახსენოთ ლონდონს: ასეთ სცენარში, სწორედ მის სინდისზე იქნება მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი", ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობა და თქვა, რომ ამაზე საუბარი მიმდინარეობს.

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →