—

იანვარში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა

24
იანვარში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

აქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 იანვრისთვის 4.899 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2,2 მილიონი დოლარით შემცირდა. 2022 წლის 31…

აქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 იანვრისთვის 4.899 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2,2 მილიონი დოლარით შემცირდა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 4.901 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა.

რაც შეეხება რეზერვების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს - აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.

მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,9 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (სესხების სპეციალური უფლება) – 469,7 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,4 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.

სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 9,7 მლნ დოლარს შეადგენს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →